გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითლად შეღებეს

16-10-2018

რუსთავში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ოფისის კედლები წითლად შეღებეს და პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით – KGB დააწერეს.


როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, მსგავსი ფაქტი რუსთავში მდებარე ყველა ოფისზე დაფიქსირდა.


„ძალა ერთობაშია“ გეგმავს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიეროს, რომლის შემდეგაც, მათივე ინფორმაციით, გაირკვევა, ვინ გააკეთა წარწერები გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერსა და ოფისის კედლებზე. ჩანაწერების ამოღების შემდეგ „ძალა ერთობაშია“ სამართალდამცველებსაც მიმართავს.


1tv.ge