გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე გიორგი მსხილაძეზე: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო. მდაა, რა „ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია

27-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის გამოსვლას ეხმაურება.


ქადაგიძის თქმით, საპარლამენტო მდივანი ვერცერთ კითხვაზე ვერ სცემს პასუხს.


„ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ აბრუნებს და ახალი ტაქტიკა მოიფიქრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო… მდაა, რა “ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია… რაღას მივიდა პარლამენტში, მდუმარე მოწმედ?! სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.