გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სვანეთი და თუშეთი პოპულარული იუთუბერების ობიექტივში მოხვდა

27-05-2024

მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა.


უწყების ინფორმაციით, Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.


ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.


Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს.


https://youtu.be/uFFZpLbvJqQ?si=SDqU1o2gebKHKL6p