გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს მთავრობის მეთაურს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

27-05-2024

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ბულგარეთის მხარე დიდად აფასებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.
დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.


„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ტრადიციულად, მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება.


მჯერა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეები იზიარებენ, კვლავაც ძლიერი მუხტის მატარებელი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.


გისურვებთ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,"- აღნიშნულია წერილში.