გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

27-05-2024

2024 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი, ზაქარაიას და კოსტა ხელმძღვანელობს.


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და CPLP-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღნიშნება 10 წლისთავი, რაც წელს საქართველო გახდა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი.


მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის გაეროს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით პარტნიორობის განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.


პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში 25-28 მაისის პერიოდში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს მართავს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმსარებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ. ისინი ასევე დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს.


აღსანიშნავია, რომ CPLP-ის დელეგაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 2023 წელს, პორტუგალიაში ვიზიტის დროს მოიწვია.