გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიაზე“: იქნება მცდელობა ქვეყნის გარეთ შედგენილი გეგმა - ალტერნატიული მთავრობის შექმნა მოიყვანონ სისრულეში

27-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“ გამოეხმაურა.


მიხეილ ყაველაშვილის თქმით ის, რასაც „ხალხის ძალის “ წევრები დიდი ხანია ამბობენ, ასრულდა და ალტერნატიული მთავრობის შექმნის მცდელობას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა.


დეპუტატი განმარტავს იმასაც, რომ ეს პროცესები, უცვლელი სტრუქტურით და მექანიზმებით, ქვეყნის გარედან არის მართული.


„იგივე სტრუქტურაა და იგივე მექანიზმები, ახალს ვერაფერს ქმნიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში სათავეში იქნება სალომე ზურაბიშვილი, რაზეც გვქონდა აქცენტი. მისი ხელმძღვანელობით მოხდება დაკომპლექტება. თითქოს ყველა ეთანხმება ამ ადამიანს და ამ გეგმას. იქნება მცდელობა ქვეყნის გარეთ შედგენილი გეგმა - ალტერნატიული მთავრობის შექმნა მოიყვანონ სისრულეში,” - აღნიშნა ყაველაშვილმა.