გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა შემოსავლელ გზაზე გადაერთვება

16-10-2018

ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018 წლის 16 ოქტომბრის 09:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, ქარელში, სადგურ ქარელში დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.


„საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ დეპარტამენტში.



ipn.ge