გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შემდეგი დასახელებით შევა: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე“, რატომ? იმიტომ!

28-05-2024

„სალომე ზურაბიშვილის „ომის ქარტიის“ გეგმა ჩავარდება, რადგან მისი ინტერესი უცხოური ინტერესია, ხელისუფლების ინტერესი კი - ქართული საზოგადოების ინტერესია“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შემდეგი დასახელებით შევა: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე“.


„საქართველოს ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც უცხოური ქვეყნები ცდილობდნენ საქართველოში მოეძებნათ თავისი წარმომადგენლები, რომლებიც უცხოური ძალების ინტერესებს გაატარებდნენ და სამწუხაროდ, პოულობდნენ კიდეც. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხი ამ ღალატს ერთიანობას უპირისპირებდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში შეიძლება იყო ასეთი მცდელობები, მაგრამ ასე საჯაროდ, დაუფარავად და სიამაყით ქვეყნის ღალატი იშვიათად მოიძებნება. მინდა, რომ სამომავლო გამოცდილებისთვის საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორ გახდა ერთი პიროვნება პრეზიდენტი, რომელიც, თავის დროზე ხალხისთვის პრეზიდენტი იყო და ოპოზიციისთვის - რეზიდენტი, შემდგომში კი ხალხისთვის - რეზიდენტი და ოპოზიციისთვის პრეზიდენტი გახდა. დიახ, სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შემდეგი დასახელებით შევა: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე“. რატომ? იმიტომ! როცა გლობალური ომის პარტია დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე მეტად, რეზიდენტობა შეეძლო, პირდაპირ უთხრა- „სალო, ვერ შედექი პრეზიდენტად - გამოდგები რეზიდენტად“. ზურაბიშვილმაც პასუხი არ დააყოვნა: „პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები.“ ასე შედგა გარიგება ზურაბიშვილსა და უცხოურ ძალას შორის. ასე დაკარგა ლეგიტიმაცია ზურაბიშვილმა ხალხისგან და მიიღო ნაცოპოზიციისგან.


ცნობილია, რომ პოზიცია ლეგიტიმაციას აღიარებს არა ხალხისგან, არამედ - უცხოური ძალებისგან. ყველა მათი გამოსვლა ამას მოწმობს. 17 მაისს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მთელი საქართველო მასშტაბით ოჯახის სიწმინდის, მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად. ქვეყნის ფორმალური პრეზიდენტი კი, თავის ადმინისტრაციაში, ან შეიძლება, სულაც სახლში იმალებოდა და ვერ გაბედა ისიც, რომ ტელევიზიით მაინც მიელოცა ხალხისთვის ეს დიდებული დღე. ეს იმის დასტურია, რომ ამ ხალხისგან მან ლეგიტიმაცია დაკარგა. სამაგიეროდ, უცხოური ძალების ლეგიტიმაცია „გაირტყა“. ამიტომაც იყო, რომ როცა ზურაბიშვილი ხალხისთვის პრეზიდენტი იყო, მაშინ ოპოზიციისთვის რეზიდენტი იყო, ხოლო, როცა მართლა რეზიდენტი გახდა, ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშინ გახდა პრეზიდენტი. რატომ? იმიტომ!


ვალის გადახდის დროც დაუდგა ზურაბიშვილს - ასეც ხდება ხოლმე. და მან ნაცოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა, იგივე „ომის ქარტია“ შესთავაზა. თან, დააყოლა - ეს გეგმა ჯერ უცხოეთში ჩვენს უფროსებთან მაქვს შესათანხმებელიო. გასაგებია, რომ მათ გარეშე ამ გეგმის პროექტსაც ვერ წარადგენდა, მაგრამ ასეთია აგენტის აზროვნება - თითოეული ნაბიჯი პატრონებს უნდა შეუთანხმოს.


მინდა, საზოგადოებას მივმართო - ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდება. ჩავარდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზურაბიშვილის პატრონი უცხოური ძალაა, ჩვენი პატრონი კი - ქართული საზოგადოებაა; ზურაბიშვილის ინტერესი უცხოური ინტერესია, ჩვენი ინტერესი კი - ქართული საზოგადოების ინტერესია; ზურაბიშვილის ძალა მხოლოდ უცხოურ ძალაშია, ჩვენი ძალა კი - ხალხშია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.