შაბათი, მაისი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა მუზეუმს ეწვია

16-10-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს გაესაუბრა.


შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და ამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.


ალექსანდრე მოწერელიამ ტურისტების მოზიდვის შესახებ მუზეუმის თანამშრომლების მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. გუბერნატორი მათ ასევე სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობაში დახმარებას დაპირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადიანების სასახლეთა მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისთვის პრიორიტეტად მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ასევე განსაკუთრებულ მიმართულებად გამოჰყო ინვესტორების მოზიდვა დაასახელა.