გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სადისტური რეჟიმი ამ ქვეყანას მოაცილა - ახალგაზრდებს მივმართავ, მისი ღვაწლი დააფასონ და გაიაზრონ, რატომ ვამაყობთ მისით

28-05-2024

„ჩემო ძვირფასებო, ნამდვილად უნდა იამაყოთ თქვენი მშობლებით, ჩემი კოლეგებით, რომლებიც დღეს ვეტოს დაძლევენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


როგორც ყაველაშვილმა თქვა, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციებმა ქვეყანას მშვიდობა და განვითარება მოუტანა.

მიხეილ ყაველაშვილმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი დასაფასებელია.


„ჩვენმა პრინციპულმა პოზიციებმა ეს ქვეყანა ამ ეტაპისთვის გადაარჩინა. დღეს ჩვენთან არის მშვიდობა და განვითარება, ეს მმართველი ძალის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისი შერცხვენაც ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს უნდა - მათ უნდა რცხვენოდეთ.


ჩემო პატარა კოლეგებო და ძვირფასებო, ნამდვილად უნდა იამაყოთ თქვენი მშობლებით, ამ ადამიანებით, ჩემი კოლეგებით, რომლებიც დღეს ვეტოს დაძლევენ. ყველაზე მეტ შეურაცხყოფას ამ პროცესში აყენებენ ადამიანს, რომელიც უნდათ გამოიყვანონ მტრად - მე ვამაყობ ამ ადამიანით და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ის სადისტური რეჟიმი [ნაციონალური მოძრაობა] ამ ქვეყანას მოაცილა. ასევე საამაყოა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ამ ადამიანთან ერთად გვიწევს ქვეყნის მშენებლობა და მისი განვითარება. არსებულ ვითარებაში, ეს არის ადამიანი, ვისაც უანგაროდ, ამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული.


ზოგიერთი ახალგაზრდა უარყოფს, რომ „ნაცებთან“ ერთად დგას - ახალგაზრდებს მივმართავ, თავად განსაჯონ ხოლმე ნებისმიერი პროცესი და ამ კაცის [ბიძინა ივანიშვილის] ღვაწლი შეაფასონ, თუ რატომ ვამაყობთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენთ - ვამაყობ, რადგან ამ ადამიანს ვიცნობ, თანამებრძოლად ვთვლი და თანამებრძოლად გვთვლის ეს ადამიანი. იმ სიკეთით, რაც მან ჩვენს სამშობლოს გაუკეთა, ვამაყობთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.