გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

84 ხმით პარლამენტში, სუვერენული საქართველოსთვის ერთ-ერთი აუცილებელ კანონზე ფორმალური პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. ვულოცავ ყველა პატრიოტს და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივრებს! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უმრავლესობი

28-05-2024

„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით.


ის მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს ერთიანობისა და გონიერებისთვის.


მდინარაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ღირსეული მეგობრობისთვის არის მზად.


„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა!


ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე, უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს! #კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ“ - წერს მამუკა მდინარაძე.