16-10-2018
ასე გამოიყურება მინი სპორტული მოედნის დამხმარე ნაგებობა წმინდაწყლის დასახლებაში. მისი რეაბილიტაცია სულ რაღაც 5 თვის წინ განხორციელდა.
მე-5 სკოლის გვერდით არსებული სპორტული მოედანი, ერთ-ერთია იმ ათს შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს მოეწყო.
,,კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება." - აღნიშნულია გორის მერის განცხადებაში.
გორის მერიამ აღნიშნული თხოვნით რამდენიმე თვის წინაც მიმართა საზოგადოებას. მერიის პრეს-სამსახურის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ის ბოთლები, რომლებსაც მარიხუანას მომხმარებლები იყენებდნენ.