გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ ბიზნესის თავისუფლებაა

28-05-2024

2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს.


„რეალურად, არის თვისებრივი თანხვედრა პარტიის რეიტინგსა და კანონის მხარდაჭერას შორის, პრინციპულადაა ეს ორი მაჩვენებელი თანხვედრაში ერთმანეთთან. რაც შეეხება ბიზნესს, ზოგადად, წინა ხელისუფლებებზე როცა არის საუბარი, შეგახსენებთ, რომ 2004 წლამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო ბიზნესის მხრიდან კრიტიკული განცხადებები, 2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს ეს განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი საქმეა. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ამ პირობებში, ზოგადად, ბიზნესი რომ არის ხელისუფლების მხარდამჭერი ხშირად შფოთავენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები. სინამდვილეში ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა არის სწორედ ბიზნესის თავისუფლება,"- განაცხადა პრემიერმა.