გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანთა შორის ჭადრაკსა და ნარდში ტურნირი გაიმართა

15-10-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკსა და ნარდში გაიმართა ტურნირი, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და მოხალისეებმა მიიღესმონაწილეობა.


ტურნირი ჭადრაკში ხუთ ტურად, ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვეტერანი, ზურაბ დადიანი. მეორე ადგილზეგავიდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია. ხოლო მესამეზე- უწყების რეგიონულიდეპარტამენტის თანამშრომელი, ნუგზარ ჭელიძე.


რაც შეეხება ტურნირს ნარდში, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისრეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მურთაზ გაბიტაშვილი, მეორე ადგილი - ვეტერანი, ბადრი მანწკავა, ხოლო მესამე ადგილი - ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია.


გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და მედლები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა დამირონ ჩიგოგიძემ გადასცეს.


ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.