გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში, ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ

28-05-2024

პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის ბიოროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს.


„მუქარები არის აბსოლუტურად არასერიოზული, ვისგანაც ისმის ეს მუქარები მათ კარგად არ ახასიათებს. მუქარები სხვაც იყო შეგახსენებთ, პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ ეღიარებინათ. პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებში და ბიუროკრატიაში.


ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს, მათ შორის პრობლემებს უქმნის ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ წლების განმავლობაში ბიუროკრატიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღესაც არის ასეთი არაჯანსაღი პროცესები ევროკავშირის ბიუროკრატიაში, თუმცა ყველაფერი არის დაძლევადი და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ მუქარები არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი, არ არის სერიოზული. მე ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა არის მთავარი, რამაც ჩვენ უნდა მოგვცეს ურთიერთობების გაჯანსაღების საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.