გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაგბში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართება 

15-10-2018

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 18 საათზე ‘’შევარდენის’’ სანაკრებო ბაზაზე (მისამართი: გაბრიელ სალოსის ქ. 112) გაიმართება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობას ვეტერანი მორაგბეები და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები მიიღებენ. დასწრება თავისუფალია.
მატჩს ვეტერანებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
მატჩის მონაწილე ორივე გუნდის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
ვეტერანის დღე  2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.