გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ, გარე დავალების შემსრულებელი, სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

28-05-2024

„რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ზურაბიშვილი აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც უკვე მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.


„რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, ნაცებმა ხმა საერთოდ არ მისცეს. რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში“,  - წერს მამუკა მდინარაძე.