29-05-2024
ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტები ეწევიან ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგს, რაც წარმოებდა არა მარტო ბიზნესმენების წინააღმდეგ.
„ბიზნესს თავისი კოორდინაცია აქვს. მათ შორის, აქვთ დაფუძნებული საკუთარი ორგანიზაციები. ერთ დღეს თუ გავრცელდა განცხადება, ნიშნავს, რომ იყო კოორდინაცია. ბიზნესის წრეებში არსებობს საკმაოდ მკაფიო შეხედულება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს შეხედულებები მთელმა რიგმა ბიზნესმენებმა ღიადაც გამოხატეს. მათ შორის, დახურულ შეხვედრაზეც საკმაოდ მრავლად გამოიხატა მხარდამჭერი პოზიციები. რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს, ყველას ერთნაირი მდგრადობა არ აქვს ზეწოლის მიმართ, რაც გასაგებია, ეს ადამიანური მოვლენაა. ჩვენი მხრიდან ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ დღეს ჩვენი ოპონენტები ბიზნესის მიმართ ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც მოქმედებდნენ. ბულინგი იყო ბიზნესმენების ძალიან ფართო წრეზე სხვადასხვა ფორმით გამოხატული.
ჩვენი მხრიდან ბიზნესი ტავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის. აღარ შეუძლიათ ბიზნესმენის დაჭერა, კეზერაშვილი აღარ ყავთ ხელისუფლებაში, ვეღარ დაარეკეტებენ ბიზნესს. ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რაც წარმოებდა არა მარტო ბიზნესმენების წინააღმდეგ, ეს არის გასაგები. მე მესმის, რომ ყველა ვერ უძლებს ამ ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ამას გაგებით მოვეკიდოთ.
ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს ჩვენს საერთო დამოკიდებულებაზე და ვერც კონკრეტულ დამოკიდებულებაზე ბიზნესის მიმართ. ბიზნესი როგორც აქამდე იყო თავისუფალი, ისე იქნება მომავალშიც, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ აქვთ ზუსტად იგივე მეთოდები, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. ათეულობით ბიზნესმენმა დაგვიდასტურა პირადად, რომ ისინი იყვნენ უმძიმესი ბულინგის ქვეშ და ამას აკეთებდნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები", - განაცხადა პრემიერმა.