გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა“ - რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო

29-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება. პრეზიდენტმა, ამჯერად, თემაზე რა არის საქართველოს საგარეო არჩევანი, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა.


დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს და პოსტში იუმორნარევი ფორმით მოჰყავს ამ ინიციატივაზე სხვადასხვა პოლიტიკოსის გამოხმაურება.


„ძილისპირული ერთი ზურაბიშვილის დაწერილ კონსტიტუციას დამასწროო - ინატრა გუშინ იაგო ხვიჩიამ. ერთი მის მიერ ნებისმიერი დაწერილი რამის წაკითხვას მოგვასწროო - ვინატრეთ ჩვენ.


ამასობაში კი, ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა“ - რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო, მაგალითად თემაზე: მე უფრო ჭკვიანი ვარ თუ ლამაზი.


რაის რეფერენდუმი, ამას პეპლები ხომ არ აწუხებენ მგრძნობიარე ტანში - გაუკვირდა უცხო ქვეყნის აგენტ დეკანოიძეს. ოოო, ამოიღო ხმა მომაკვდავმა დემენციანტმა - ეგ უბრალო აგენტი არ გეგონოთო, ავაკოვზე სასწაულ ინფორმაციებს მაწვდიდაო თავის დროზე. დღის ბოლოს კი, ელისო კილაძის ბუდეს გუგულმა გადაუფრინა და ყველამ მშვიდად დაიძინა - მტერმაც და მოყვარემაც. ქატო აქეთ, რუსული ფქვილი იქეთ. ვსიო!“, - წერს დავით ქართველიშვილი.