გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ჯაში მცხეთაში მოსახლეობას შეხვდა

16-10-2018

პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მმართველი გუნდისგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილის საზოგადოების, ქართული დიასპორტის გაერთიანება შეუძლია.


ეს განცხადება მან მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


“სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე  ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. თუკი საქართველოდან წასული ემიგრაცია მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კარგავდა  მოქალაქეობას და წყდებოდა ჯაჭვი საქართველოსთან, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აბსოლუტურად სხვაგვარად დარეგულირდება და ავტომატურად მოქალაქეობის გაუქმება აღარ მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ისევ იქნება სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოების და მთლიანად ჩართული იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არის მისი მხრიდან დამტკიცებული საქმე, რომ მას შეუძლია საზოგადოების,  ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სწორედ ასეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ქალბატონი სალომე ამ ურთულეს ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს,” - განაცხადა მარიამ ჯაშმა.