გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდილარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული

29-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.


„სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის  მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა,   მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა.  2024 წლის I კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და 13.5%-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ  საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მინისტრმა.