გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

29-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სტაბილურად მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები.


„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13  პროცენტით იზრდება  და  2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი  აშშ დოლარი შეადგინა,  რაც 2022 წლის მაჩვენებელს  15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.