გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია: 2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის, სულ მცირე, 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს

29-05-2024

 „ისტორიული მომენტი გახლდათ, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, დამტკიცდა 2024-2027 წლების  სამოქმედო გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულია ღონისძიებები და საჭიროებები რაც აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.


ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას.  2024 წელს დაიწყება კონკრეტული აქტივობები სოფლის განვითარების სააგენტოს ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის მიმართულებით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.


მინისტრის განცხადებით,  დღეს მეორე მოსმენით მოხდა განხილვა და მხარდაჭერა კანონპროექტის, რომელზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და მომზადდა„სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის“ პროექტი, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაახლოების გზაზე. 


„რა თქმა უნდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგში არსებული საჭიროებებისა და  გამოწვევების შესაბამისად, აქტიურად გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო ღირებულების ჯაჭვის თითოეული კომპონენტის მიზნობრივ მხარდაჭერას. მთავრობამ უკვე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 88 სხვადასხვა აქტივობა და რომლის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარზე მეტია. შედეგად,  2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.