გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია: სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას

29-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების ფონზე გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის საკითხებზე ისაუბრა.


„დღევანდელ მსოფლიოში,  გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის  21 სამართლებრივ აქტთან.


მინისტრის განცხადებით, 2023 წელს  მიღებულია სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ”.


სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას.


კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ მართვას. 


„პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის  მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 68 წყალპუნქტზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.