გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

29-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში.


მისივე თქმით, მუქარა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაფინანსებულია დონორების მიერ.


„რაც შეეხება მუქარას, როდესაც მსგავსი თემები ფინანსდება დონორების მიერ, ან იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დასავლელი და ევროპელი დონორებისგან იღებენ ძალიან დიდ დაფინანსებებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი და კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვის რა ზრახვები აქვს, ჩვენს ქვეყანაში. მტერს უნდა დავარქვათ მტერი, მოყვარეს კი მოყვარე. მეგობრებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, მივუთითოთ - თქვენ რასაც აკეთებთ, არ არის სწორი, შეცდომაა და მოდი იქნებ გამოასწოროთ თქვენი საქციელი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.