გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვიქტორ ჯაფარიძე: 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას და მოვუწოდებ მათ - შვილებო, ასეთ პროვოკატორებთან არ დადგეთ

29-05-2024

„თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


ვიქტორ ჯაფარიძემ ის ინციდენტი გაიხსენა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლევას მოჰყვა. როგორც ცნობილია, დეპუტატების მიერ პარლამენტის შენობის დატოვების დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ „ხალხის ძალის“ წევრს, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დეპუტატი მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა. თუმცა, ამის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძე მარკეტის გამყიდველთან მივიდა, რომ ბოდიში მოეხადა, რა დროსაც დეპუტატი გამყიდველმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გააკრიტიკა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, იმ პირის მიზანი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პროვოკაციის მოწყობა იყო.


„ამბობენ, რომ თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, თმენის ვალდებულება გაქვთ და სხვანაირად უნდა მოიქცეთო - თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა. რევოლუციის მოწყობას გვპირდებიან - და 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! ტიპური პროვოკატორი იყო, გარბოდა და იგინებოდა. ყველას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, დარწმუნებული ვარ, იმ აქციებზე ბევრი გულანთებული, მართლა პატრიოტი ახალგაზრდა დგას და შვილებო, ასეთებთან არ დადგეთ, ასეთებთან არც კი გაიაროთ. ეს იყო ტიპური პროვოკატორი, ტელეფონი ეჭირა ხელში, გარბოდა და თან გვაგინებდა. ასეთი რამ არ მინახავს, ვინ არიან ესენი, საიდან მოვიდნენ, ვინ ასწავლა? - აკერმანის და სოროსის სკოლაში უკეთესს ვერც ისწავლიდნენ. რომ ვერ დავეწიე, ფორთოხალი ვესროლე. ამაზე გუშინ ვინერვიულე, მშრომელი ადამიანი [მაღაზიის მეპატრონე] დავაზარალე მეთქი. ვიფიქრე, ავანაზღაურებ და ადამიანურად ბოდიშს მოვიხდითქო. მივედი, რომ ბოდიში მომეხადა და იმ წუთას, ტელეფონს სტაცა ხელი და გადაღება დაიწყო, შემდეგ კიდევ მეორე ადამიანი მოვარდა და საუბარი დამიწყეს - სიგიჟეებში გადავიდნენ. დღეს ეს ადამიანი გაიშიფრა - თურმე ვინმე გუგუჩია მეგის ქარდავას ზონდერი იყო“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.