გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვიქტორ ჯაფარიძე: ამბობენ, რომ 5 თუ 6 მილიარდი აქვთ ამერიკელებს ჩვენთან დახარჯული - ვსვამ შეკითხვას, ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეც კი ღირს 6 მილიარდი? ან რაიმე თანხით გაიზომება, იმ ვაჟკაცების სიცოცხლე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში დავკარგეთ?

29-05-2024

„ჩვენს დამფუძნებელს [ბიძინა ივანიშვილს] სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში დახარჯული და სად ამერიკის შეერთებული შტატები და სად ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქე?! ვის ეტოლებიან და ვის ეჯიბრებიან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.


ჯაფარიძე, იმ ხალხის მისამართით, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დახარჯულ მილიარდებზე საუბრობს სვამს კითხვას - „ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეც კი ღირს 6 მილიარდი? ან რაიმე თანხით გაიზომება, იმ ვაჟკაცების სიცოცხლე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში დავკარგეთ?“


„როგორ უნდა ვიყოთ სტრატეგიული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატების? 2008 წელსაც ხომ ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, როდესაც რუსეთის რეგულარულმა ჯარმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ პამპერსი და წყალი გამოგვიგზავნეს. სხვა რა გამოგვიგზავნეს? არავის რუსეთისთვის სანქციაც კი არ დაუწესებია. ნურც, ის დაგვავიწყდება, რომ უკრაინის ხელისუფლება 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში ჩავიდა.


ამბობენ, რომ 5 თუ 6 მილიარდი აქვს ამერიკას ჩვენთან დახარჯული და მე, იმ ხალხს, რომლებიც ამაზე საუბრობთ, გისვამთ შეკითხვას - ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეც კი ღირს 6 მილიარდი? ან რაიმე თანხით გაიზომება იმ ვაჟკაცების სიცოცხლე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში დავკარგეთ? არადა ეს მისიებიც წარუმატებლად დასრულდა.


ჩვენს დამფუძნებელს [ბიძინა ივანიშვილს] სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში დახარჯული და სად ამერიკის შეერთებული შტატები და სად ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქე?! ვის ეტოლებიან და ვის ეჯიბრებიან.


ხშირად მახსენდება, ბატონმა ბიძინამ ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომ გაარემონტა, სადაც 120 მილიონი დახარჯა - თეატრის გახსნაზე პროტესტი გამოთქვეს, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ახლობლებისთვის დაჯავშნილ ათ ადგილზე. შე დალოცვილო, 120 მილიონი გადაიხადა რემონტში და ის არ ეკუთვნის პრეზენტაციაზე 10 კაცით მოვიდეს? თან ეს თურმე წესი ყოფილა, რომ როდესაც ადამიანის ფინანსური მხარდაჭერით ხდება ასეთი ობიექტის აღდგენა, მისთვის პრეზენტაციაზე რამდენიმე ადგილია დაჯავშნილი, რომ მოვიდეს და რამდენიმე სტუმარიც დაპატიჟოს, რა არის ამაში საოცარი?“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.