გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა

30-05-2024

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი განსაზღვრავს საერთო თანამშრომლობის ჩარჩოს ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს „მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის განხორციელებას.


შეხვედრაზე განიხილეს ოთხი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცედურული და ტექნიკური დეტალები.


„მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი.