გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

30-05-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

  • მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი.
  • ზაზა ფაჩულია - ანტერპრენერი, ინვესტორი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დამფუძნებელი, Liaison for business and basketball at Golden State Warriors (NBA), Marshall Goldsmith 100 Coaches-ის წევრი, CROSTY-ს პარტნიორი და მრჩეველი, კომპანია არქის პარტნიორი.
  • აიუშ პუმბრა - ანტერპრენერი, აქვს ოცწლიანი გამოცდილება პროდუქტის შექმნასა და პრობლემის გადაწყვეტაში. Nectar-ის CEO და თანადაფუძნებელი. Chegg.com-ის თანადამფუძნებელი და სენიორ ვიცეპრეზიდენტი. განხორციელებული აქვს ინვესტიციები ასზე მეტ სტარტაპში.
  • ბილ რაიჰართი - 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
  • ჰილა ოვილ-ბრენერი - Arieli Capital-ის პარტნიორი, Techstars Tel Aviv Accelerator-ის ყოფილი მმართველი დირექტორი და Think Future Technologies-ის საბჭოს წევრი. გამოცდილი ინვესტორი, მეწარმე და სტარტაპ მენტორი.

„გამარჯვებულები 2024 წლის 1 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

 

საგრანტო პროგრამის ფინალისტებს შორის ორგანიზაცია “ქეა კავკასია“ გამოავლენს რჩეულ სტარტაპებს, რომელთაც გადასცემს ფულად ჯილდოს და შესთავაზებს ისეთ არაფინანსურ სარგებელს, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაციები და მენტორთან სესიები” –აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა.


პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.