გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

30-05-2024

ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები აღნიშნული მომგებიანი პროექტით, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.


„რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორების ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. ამაზე არ მინდა უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გაჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა სხვანაირად ხდება სამწუხაროდ ყველაფერი.


ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება სანქციებს, მე მგონი, ეს არის სპეკულაციები. მეორე მხრივ, იგივე ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ამერიკული კომპანიებიც კი არიან მინორიტარი მეწილეები ამ ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ცარიელ სპეკულაციასთან,"- აღნიშნა პრემიერმა.