გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს, ხდება „კოლექტიურ ნაცმოძრაობის" სიის ფორმალიზება

30-05-2024

ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს.


„მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის. რეალურად, ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას" და ახლა ხდება ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობის" სიის ფორმალიზება, უცხოური აგენტების სიის ფორმალიზება, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.