გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, ინცინდენტები იყო შემაშფოთებელი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ

30-05-2024

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


კითხვაზე, აღიარა თუ არა ხარაზიშვილმა ადამიანების ცემა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.


„რაც შეეხება ინცინდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინცინდენტებს, რომლებიც იყო. მაგრამ, იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, ზოგადად, მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ამ კონკრეტული ინცინდენტების გამოკლებით", - განაცხადა პრემიერმა.