სამშაბათი, მაისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში" მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

30-05-2024

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.


„ღია ბიუჯეტის ინდექსში" მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-5 ადგილზე.


„ვულოცავ საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ამ წარმატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დგამს სწორ ნაბიჯებს და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია რეფორმები ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება და შესაბამისად პროგრესი მომავალშიც იქნება სახეზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.