გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში სასტუმრო „ინტურისტის“ დემონტაჟის დროს ხელოსანს დენმა დაარტყა

16-10-2018

თელავში სასტუმრო "ინტურისტის" დემონტაჟის დროს, დენმა 40 წლამდე კაცს დაარტყა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სახის არეში მიყენებული დამწვრობით მოათავსეს.


შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სასტუმროს ტერიტორიაზე ელექტროსადენების მოხსნას ცდილობდა. 


როგორც imedinews-ს ექიმებმა უთხრეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანომობილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


ყოფილი "ინტურისტის" შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და თელავის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, სპეციალისტების აზრით, სეისმურად მდგრადი არ არის. ახალი პროექტით 12-სართულიანი შენობის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება. სასტუმროს მაკეტი იტალიელი არქიტექტორი მიქელე დელუკის პროექტით შეიქმნა.

ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.


imedinews.ge