გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უკრაინის რამდენიმე ციხეში პატიმრების სისტემატური წამების ფაქტები გამოვლინდა

31-05-2024

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების სისტემატური წამების ფაქტები გამოავლინა.


გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარდგენილი აქვს პოლტავის ოლქის ბოჟკოვსკიში მდებარე N16-ე დაწესებულების 4 თანამშრომელს.


უკრაინელმა უფლებადამცველებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებზეც პატიმრების წამება არის ასახული. ვიდეოებში პატიმრებს სექსუალური ძალადობით ემუქრებიან და ფულის გადახდას სთხოვენ.


„გამოძიებით დადგენილია, რომ დამნაშავეების მსხვერპლი ხდებოდა თითოეული პატიმარი, რომელიც კოლონიაში ხვდებოდა. მსხვერპლთა დადგენის პროცესი გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.


ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.