გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვახტანგ ცინცაძე: აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა

31-05-2024

„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები. აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოთხი თვის ჭრილში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ, ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურებების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ფაქტორებს თუ შევხედავთ, ქვეყანაში იზრდება საინვესტიციო აქტივობა.


ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტს ეკონომიკურ ზრდაში. მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი კვარტლის მაჩვენებლებით რეკორდულია dა 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კომენტირებისას.


მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. „სავალუტო ფონდის აპრილის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2024-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.