გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც სპექტაკლები იმართება, მოცეკვავეები შეიჭრნენ

16-10-2018

ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი რეპეტიცებს და სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავები, მათი მშობლები და ქორეოგრაფები შეიჭრნენ. მათი მტკიცებით, ოთახი, რომლსაც თეატრი იყენებს, მათ სარგებლობაში იყო და ახლა რეპეტიციებისთვის სხვადასხვა ფართის ქირაობა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ მათთვის დარბაზის თხოვებას დავთანხდით, რადგან თეატრს ხელშეწყობა სჭირდებოდა, ახლა კი გამოგვიცხადეს, რომ შენობა მათ ეკუთვნით და ჩვენ ვერ შემოვალთ“, - თქვა ანსამბლ „თუთარჩელას“ ქორეოგრაფმა მახო გვარამიამ.

მცირე დაპისპირება მოხდა თეატრის წარმომადგენლებსა და მშობლებს შორის. ზუგდიდის თეატრში აცხადებენ, რომ ისინი პრეტენზიებს ვერ მიიღებენ და მოცეკვავეებმა ზუგდიდის მერიას უნდა მიმართონ.


radioatinati.ge