გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის კანონი გახდა მხილების აქტი ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალისა და ის უსაფრთხოების ახალ სტანდარტს ქმნის, შეიქმნება ახალი სამართლებრივი სტანდარტი გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასასჯელად

31-05-2024

“გამჭვირვალობის კანონი არის უსაფრთხოების ახალი სტანდარტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოურიდებლად ამხელს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ძალას და სწორედ ამისთვის ასევე შეიქმნება ახალი სამართლებრივი სტანდარტი გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასასჯელად,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშების მხილება და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ქართულ სახელმწიფოს გადატრიალებით ემუქრება. მისივე თქმით, ეს სასამართლო პროცესები უნდა იყოს ნიურნბერგის პროცესის მსგავსი და იმის მაგალითი, რომ სახელმწიფოს ღალატი დასჯადია და ის არავის შერჩება.


“გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჯერ კიდევ მიღებამდე, მიღებულ კანონზე კარგად იმუშავა და გამოააშკარავა არა მხოლოდ ადგილზე მოქმედი აგენტურა, იგივე ჯაშუშები, არამედ პირდაპირ მათი დამფინანსებლები. ეს კანონი გახდა მხილების აქტი ქართულ სახელმწიფოში ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალისა და ის უსაფრთხოების ახალ სტანდარტს ქმნის.


სახელმწიფოს მოღალატეობის ასე ახლო კადრით დანახვამ და გააზრებამ მკვეთრად შეცვალა პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, უშინაარსოდ, მაგრამ გულწრფელი ემოციით გამოსული ახალგაზრდების პროცესისადმი დამოკიდებულება. ისინი ქუჩაში გამჭვირვალობის კანონის უარყოფის მიზნით აღარ გამოვლენ!


მათ ამ პროტესტის უკან დაინახეს დიდი ფული, პოლიტიკურ აქტორთა კონკრეტული მითითება/ გზავნილები და მიხვდნენ, რომ ისინი რაღაც უფრო დიდისთვის კერძოდ, ფერადი რევოლუციისათვის იბრძოდნენ.


გამჭვირვალობის კანონი არის უსაფრთხოების ახალი სტანდარტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოურიდებლად ამხელს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ძალას და სწორედ ამისთვის ასევე შეიქმნება ახალი სამართლებრივი სტანდარტი გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასასჯელად.


მათ მოუწევთ სასამართლოში წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს” იღებდა ასევე მათ მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ. ეს პროცესი ყველას თავის სახელს დაარქმევს და შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს.


ვეთანხმები ბატონ გურამ მაჭარაშვილს, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს.


ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები ვინც ქართულ სახელმწიფოს გადატრიალებით ემუქრება.


ეს სასამართლო პროცესები იქნება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი და მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს მოღალატეობა დასჯადია და ის არავის არ შერჩება.” -წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.