გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე: აგენტურას სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მაიდანიზაციამდე მივიდეს

31-05-2024

„ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი შეფასებით, მუქარის შემცველი განცხადებები დაუშვებელია, რადგან მსგავსმა დამოკიდებულებამ ქვეყანა შესაძლოა ომამდე მიიყვანოს.


„ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მაიდანიზაციამდე მივიდეს. ასეთი მოწოდებები ვნახეთ მთავარ პოლიტიკურ მოედანზეც, რაც დაუშვებელია, რადგან მაიდანის გზა მიდის ომამდე. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.