გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი: საჭიროა კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, ერმაც და ბერმაც უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში

31-05-2024

„შეგიძლია ესროლო მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს, დაამტვრიო პარლამენტის კარები, დააბრალო ქვეყანას რომ რაღაც შავი ხვრელების საშუალებით რუსეთს ეხმარება უკრაინასთან ომში, ებრძვი ყველაფერს ქართულს, ითხოვ ქვეყნის ჩართვას რუსეთ-უკრაინის ომში, ამას რა ჰქვია ზიზღი საქართველოს მიმართ? კანონის მიღება არ მიღების გამო, რომელმაც ფინანსების გამჭვირვალობა უნდა ანახოს საზოგადოებას, მზად ხარ ქვეყანა ამოატრიალო, ამას რაღა ჰქვია?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, ამიტომაც არის საჭირო კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში.


„ე.ი. შენ შეგიძლია ესროლო მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს, დაამტვრიო პარლამენტის კარები, დააბრალო ქვეყანას რომ რაღაც შავი ხვრელების საშუალებით რუსეთს ეხმარება უკრაინასთან ომში, იარო კარ და კარ და ითხოვო საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, მიწერო ამერიკელებს თუ ევროპელებს, რომ სააკაშვილი წამების შედეგად უკანასკნელ დღეებს ითვლის, დააბრალო ქართულ ჯარს 2008 წლის ომის დაწყება, გადასცე რუსებს სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიის 20 %... და ამ ყველაფერს აკეთებ შეგნებულად, არა სიბრიყვით, რა ჰქვია ამას? ებრძვი ყველაფერს ქართულს, მართლმადიდებლობას, კულტურას, ტრადიციებს, მშვიდობას და სტაბილურობას, ითხოვ ქვეყნის ჩართვას რუსეთ-უკრაინის ომში, ამას რა ჰქვია ზიზღი საქართველოს მიმართ? კანონის მიღება არ მიღების გამო, რომელმაც ფინანსების გამჭვირვალობა უნდა ანახოს საზოგადოებას, მზად ხარ ქვეყანა ამოატრიალო, ამას რაღა ჰქვია? განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა და მათ ოჯახის წევრების დევნა და ბულინგს რაღა ჰქვია ამას აქვს ვინმეს ამაზე პასუხი? ამიტომაც საჭიროა კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, დიახ, ერმაც და ბერმაც უნდა იცოდეს ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.