16-10-2018
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა გორის მუნიციპალიტეტში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. საწარმო თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვება, სადაც დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება, გადამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა შესაძლებელი იქნება, საწარმოში ასევე ფიჭის დამზადება მოხდება.
მედიატურის მონაწილეები ასევe, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საქმიანობას გაეცნენ. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ახალციხეში მდებარეობს. კოოპერატივი „ხიზა“ 64 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კოდის“ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ თაფლის გამოწურვის და ჩამოსხმის პროცესს.
მედიატურის ფარგლებში პრეზენტაცია მოეწყო, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ჟურნალისტებს სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მედიატური “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით და პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარება“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით ახორციელებს.