გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: ვინმე სალომე ხვადაგიანი ზის „ტვ პირველის“ ეთერში და ბიძინა ივანიშვილი თავზე მოგვაჯდა, უნდა გავუშვათო, თავზე მოჯდომა რას ნიშნავს, რამე წაართვა, მამა ციხეში უწამა, თუ ბიუჯეტი მიითვისა?

31-05-2024

„ვინმე სალომე ხვადაგიანი ზის „ტვ პირველის“ ეთერში და ბიძინა ივანიშვილი თავზე მოგვაჯდა, უნდა გავუშვათო. თავზე მოჯდომა რას ნიშნავს, რამე წაართვა, მამა ციხეში უწამა, თეატრები, მუზეუმები, ეკლესიები დაანგრია თუ ბიუჯეტი მიითვისა? კაცმა საკუთარი 3 მილიარდი თავის სამშობლოს მოახმარა, მადლობასაც არ ითხოვს და ამდენ შეურაცხყოფასაც იტანს“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, არ გამოვა ამბავი, რომ ივანიშვილი წავიდეს ქვეყნიდან ან „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმარჯვოს, თან დიდი უპირატესობით, მომავალ არჩევნებში.


„ვიღაც ნერვიული ახალგაზრდა გოგო, ვინმე სალომე ხვადაგიანი ზის „ტვ პირველის“ ეთერში და ბიძინა ივანიშვილი თავზე მოგვაჯდა, უნდა გავუშვათო. თავზე მოჯდომა რას ნიშნავს, რამე წაართვა, მამა ციხეში უწამა, თეატრები, მუზეუმები, ეკლესიები დაანგრია თუ ბიუჯეტი მიითვისა? კაცმა საკუთარი 3 მილიარდი თავის სამშობლოს მოახმარა, აღადგინა, ააშენა, შეიძინა, მადლობასაც არ ითხოვს, ამდენ შეურაცხყოფასაც იტანს და მოგვაჯდაო. დემოკრატიას უწუნებენ, რეჟიმის შემქმნელს ეძახიან, ასე თავისუფლად რომ შეუძლიათ ამდენი სიძულვილის, ლანძღვა-გინების გამოხატვა, რის გამოც პასუხს არავინ არ სთხოვს, არ არის დემოკრატია, მაგრამ ამას დანახვა ხომ უნდა? ის კი არა და ამერიკას უხდიან დილა-საღამოს მადლობას იმ 6 მილიარდისთვის, რომლის უმეტესი ნაწილი ლომჯარია-გიგაურის ჯიბეებში დაილექა და ამდენი ხანი აჯანჯღარებენ ქვეყანას, რომ მომავალშიც გიგაურ-ლომჯარიების სალაროს კაპიკი არ დააკლდეს. არ გამოვა ამბავი, რომ ივანიშვილი წავიდეს ქვეყნიდან ან "ქართულმა ოცნებამ" არ გაიმარჯვოს, თან დიდი უპირატესობით, მომავალ არჩევნებში,“ - წერს ნინო ფოჩხუა.