გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში საპენსიო თანხების დოკუმენტების გაყალბების ფაქტს იძიებენ

16-10-2018

შიდა ქართლის პროკურატურამ, საპენსიო თანხების მითვისების გამო, ბრალი წაუყენა გორში მცხოვრებ ქალს, რომელიც ბანკიდან პენსიას ავანსის სახით გასცემდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის ადვოკატი ესაუბრა.

ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განმარტებით, გამოძიებამ დაზარალებულის სახით, ბანკი სცნო, ხოლო ზარალის ოდენობა, იგივე პროკურატურის დასკვნით, 60 000 ლარს აღწევს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბანკის თანამშრომელმა გააყალბა თანხის გაცემის დამადასტურებელი ,,გასავლის ორდერი", რომელზეც ხელი პენსიონერის ნაცვლად, მან მოაწერა.

,,ეს თანხა არ გახლავთ ძირი, ეს არის ჯამი ზედ დარიცხული პროცენტებით" - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე. მისი განმარტებით, ბევრი დეტალია გასარკვევი, იქიდან გამომდინარე, რომ ავანსად გაცემული საპენსიო თანხიდან, ბანკს პროცენტებს ჩვეულებრივ უხდიდნენ.

,,მომჩივანი არ არსებობდა, დაზარალებული რეალურად არ არსებობდა საფინანსო ორგანიზაციას ჩაუტარებია შიდა მონიტორინგი და გაურკვევია, რომ რამდენიმე პენსიონერის ნების საწინააღმდეგოდ, თანხა გაცემულა,"- ამბობს ნოდარ ცინცაძე
.



qartli.ge