გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

16-10-2018

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი" გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია“, ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი და მუსიკოსი, დოდო მერკვილიშვილი. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპული მეომრები გაიხსენეს.


ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.


ვახტანგ ყოლბაია  ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მან, ასევე, საღამოს ორგანიზებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.