გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ ნოდარ მელაძის სიუჟეტზე: ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს

1-06-2024

„ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძის უკანონო შემოსავლებს ეძებენ ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. საზოგადოების დამაჯერებლობისათვის ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და განაცხადეს, რომ თურმე საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ფიქსირდება მამუკა მდინარაძე და მას ნაკვეთის დამალვაში დასდეს ბრალი”, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძის დეკლარაციაში ყველაფერი ასახულია და ერთი თეთრიც არ იმალება. ამიტომ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები ნოდარ მელაძის და მისი იდეური თანამოაზრეების მხრიდან მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს რაც მათივე მაყურებლის დიდი უპატივცემულობაა და მეტიც დაცინვაა.


„ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძის უკანონო შემოსავლებს ეძებენ ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ.


სიუჟეტისთვის საზოგადოების დამაჯერებლობისათვის ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და განაცხადეს, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ფიქსირდება მამუკა მდინარაძე და მას ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დასდეს ბრალი. ეს ყველაფერი მათივე მაყურებლისთვის სასაცილოსთან ერთად არაფრის მომცემია, მაგრამ მათი მიზანი მამუკა მდინარაძის ასაკოვანი მშობლებისა და შშმ ძმის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო, რაც გამოუვიდათ. მინაწერი: დანგრევის პირას მისული ძველი სახლის აღსადგენად მამუკა მდინარაძეს ბანკის სესხი აქვს გამოტანილი რომელიც 2037 წლამდე უნდა დაფაროს. მისი მხრიდან დეკლარაციაში ყველაფერი ასახულია და ერთი თეთრიც არ იმალება. ამიტომ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები ნოდარ მელაძის და მისი იდეური თანამოაზრეების მხრიდან მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს რაც მათივე მაყურებლის დიდი უპატივცემულობაა და მეტიც დაცინვაა. გთხოვთ, დააფასეთ თქვენი მაყურებელი პატივი ეცით სიმართლეს და ერთი სიუჟეტი მაინც გააკეთეთ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, რათა იგრძნოს თქვენივე მაყურებელმა, რომ არ დასცინით და პატივს სცემთ მათ”, - წერს თამთა მეგრელიშვილი.