გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის უწყებამ დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

1-06-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის სახელით, უწყების წარმომადგენლებმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.


უწყების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლეს და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.


ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და გასართობი კომპლექსის ატრაქციონებით ისარგებლეს.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.