გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17-10-2018

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის 10.3 კმ.-ზე, გორის გაზგამანაწილებელი სადგურის 500მმ განშტოებაზე ახლადაშენებული 90- მეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 07:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: თეოწმინდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, საქაშეთის დევნილთა დასახლება, შინდისი, ყელქცეული, ფხვენისი, ქვემო და ზემო ხვითი, ქვემო და ზემო ნიქოზი, მეღვრეკისი, ერგნეთი.


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.



ipn.ge