პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თსუ-ში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1-06-2024

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პატარები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ.


თსუ-ის ეზოში ბავშვებისთვის მოეწყო სახალისო ქიმიური ცდები, იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, კალიგრაფისტებისა და სახის მოხატვის კუთხე. სტუმრების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა და ანსამბლ „მძნობარის“ პატარა ბალერინებმა. ღონისძიება გაახალისეს  „სანტეს ლოკო-მოკოს“ ანიმატორებმა; ხოლო „საბავშვო კარუსელისა“ და საბავშვო გამომცემლობა „დილას“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაამხიარულეს პატარები.


ასევე, ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებმაც ბავშვებს წაუკითხეს თავიანთი მოთხრობები.