გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი Brussels Signal-ის სტატიაზე: ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო - „რუსული კანონი“

1-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით გამოცემა Brussels Signal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“ ეხმაურება და წერს: „მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო.“


„ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო - „რუსული კანონი“, ვინაიდან ნახევრად სიცრუეზე კიდევ გაქვს შანსი რაღაც დროის მონაკვეთი მოიგო, მაგრამ აბსოლუტურ ცილისწამებაზე ამის შანსი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.


„საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“ - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Brussels Signal-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი ენტონი კონსტანტინი საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის“ მიღებაზე დასავლეთის პასუხს გასაკვირს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კანონის ოპონენტებმა მას „რუსული“ შეარქვეს.


ამ გაკვირვებაში ვიმყოფებით ჩვენც უკვე მეორე წელიწადია და მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო“, - წერს დავით ქართველიშვილი.