გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ნადარეიშვილმა 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

2-06-2024

„დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, საქართველოში ეკოსისტემა საკმაოდ წარმატებულია. ჩვენ გვყავს სტარტაპები, რომლებიც ათეულობით მილიონის ინვესტიციას იზიდავენ საქართველოში უცხოეთიდან, ქმნიან ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს. იმედი მაქვს, რომ 20 გამარჯვებული სტარტაპი, რომლებიც დღეს გამოვლინდნენ, წარმატებული ქართული სტარტაპების რიცხვს შეუერთდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში. დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმში გაიმართა.


სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ ჩაატარა, რომელშიც 20 სტარტაპი გამოცხადდა გამარჯვებულად. თითოეულ გამარჯვებულს 150 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გამარჯვებულები გამოავლინა საინვესტიციო კომიტეტმა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. „იმედი გვაქვს, რომ პროგრამის ამ ეტაპზე გამარჯვებული სტარტაპებიც შექმნიან გლობალური მასშტაბირების პოტენციალის მქონე პროექტებს და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას შეძლებენ," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.